№27371/2/2026 გადაწყვეტილება — სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ახალი გარემოება
წარმოადგენს თუ არა მოგვიანებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავის განახლების საფუძველს.
💡 ამ საქმეში საბჭომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილსა და 308-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საბჭომ ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანება და საჩივარი მითითებული გარემოებების შესწავლისა და შეფასების მიზნით შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.