დოკუმენტების შაბლონები · ბრძანებები · ხელფასი და თანამშრომლები

ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ხელშეკრულებით ან გაცნობილი შინაგანაწესით განსაზღვრული არაფულადი დისციპლინური ზომის დასაბუთება. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები და გამოყენების პირობები კონკრეტული შემთხვევისთვის გადაამოწმეთ.

ნორმა: საქართველოს შრომის კოდექსი — შინაგანაწესი, პასუხისმგებლობის სახე და ინდივიდუალური დავა

დოკუმენტის მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. კომპანიის 9-ციფრიანი ს/ნ-ით დასახელება RS-ის საჯარო რეესტრიდან თავისით შეივსება; ინდივიდუალური მეწარმის 11-ციფრიან იდენტიფიკატორზე გამოჩნდება ღილაკი „მოძებნე“ და ძებნა მხოლოდ თქვენი დაჭერით ხდება. ფიზიკური პირის პირადი ნომერი არსად იგზავნება — სახელი ხელით იწერება. თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

👤 ჩემი რეკვიზიტები — ერთხელ შეინახეთ და ყველა დოკუმენტში ავტომატურად ჩაჯდება

ს/ნ, დასახელება, მისამართი, დირექტორი — ინახება თქვენს ანგარიშზე და ცარიელ ველებში ავტომატურად ჯდება; თქვენს ნაწერს არასდროს გადააწერს. ფორმის ველების რედაქტირება პროფილს არ ცვლის.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

№ ____________ · ____________ · ____________

დამსაქმებელი: ____________, ს/ნ ____________, მისამართი: ____________; წარმომადგენელი და უფლებამოსილების საფუძველი: ____________. დასაქმებული: ____________, პ/ნ ____________, მისამართი: ____________. შრომითი ხელშეკრულება: ____________.

1. განხილული გარემოებები

ქმედება: ____________. დარღვეული ვალდებულება: ____________. წესის გაცნობის მტკიცებულება: ____________. ფაქტობრივი მტკიცებულებები: ____________. დასაქმებულის განმარტება და მისი შეფასებისათვის წარმოდგენილი მასალა: ____________.

2. გადაწყვეტილება

გამოყენებულ იქნეს არაფულადი ზომა: ____________. არჩევანის დასაბუთება და შესაბამისი დოკუმენტის პუნქტი: ____________. ღონისძიება უნდა ემყარებოდეს მოქმედ და გაცნობილ წესს; დაუშვებელია კანონთან ან ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობა და დისკრიმინაციული გამოყენება. ამ ბრძანებით ფულადი ჯარიმა, ხელფასიდან დაქვითვა ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ ხდება.

3. გაცნობა და დავა

შიდა საჩივრის წარდგენა: ____________. შიდა განხილვა არ ზღუდავს კანონით დადგენილ დაცვის საშუალებებს. ინდივიდუალური შრომითი დავის შემათანხმებელი პროცედურის წერილობით შეტყობინებაზე მეორე მხარე პასუხობს 10 კალენდარულ დღეში; 14 კალენდარულ დღეში შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

ჩაბარების მონაცემები: ____________. გაცნობის ხელმოწერა არ ნიშნავს დარღვევის აღიარებას ან გასაჩივრების უფლებაზე უარს.

დამსაქმებელი: __________გავეცანი და მივიღე: __________
ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — mail@eaudit.ge, 598 21 27 01.

დოკუმენტის უკუკავშირი

იპოვეთ ხარვეზი ან გჭირდებათ ახალი შაბლონი? მოგვწერეთ — გადავამოწმებთ.

დოკუმენტის უკუკავშირი

არ ჩაწეროთ პირადი ან საბანკო მონაცემები. მიღებისას მიიღებთ ნომერს; ავტომატურ დაკმაყოფილებას ან ვადას არ გპირდებით.

რის შესახებ?

დოკუმენტი: ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება ამ ნიმუშით ჯარიმის დაკისრება ან გათავისუფლება?

ნიმუში განკუთვნილია მხოლოდ არაფულადი ზომისთვის, მაგალითად, გაფრთხილებისათვის, თუ ეს ზომა მოქმედი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით არის გათვალისწინებული. ფულადი სანქცია და ხელშეკრულების შეწყვეტა ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

დასაქმებულის ხელმოწერა დარღვევის აღიარებაა?

არა. მიღების ხელმოწერა მხოლოდ გაცნობას ადასტურებს. დასაქმებულს შეუძლია წარადგინოს განმარტება და ისარგებლოს კანონით დადგენილი დავის გადაწყვეტის გზით.

მსგავსი დოკუმენტები

დასაქმებულის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

ნებაყოფლობითი თანხმობა ერთ კონკრეტულ, დამატებით მიზანზე. შრომითი ურთიერთობისთვის აუცილებელი დამუშავება შეიძლება ხელშეკრუ…

გახსნა →

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება

მხარეთა თავისუფალი წერილობითი შეთანხმებით შეწყვეტა, საბოლოო ანგარიშსწორება და ქონების დაბრუნება. ეს ზოგადი ნიმუშია; მონა…

გახსნა →

შრომითი ხელშეკრულების ცვლილების შეთანხმება

თანამდებობის, ანაზღაურებისა და სამუშაო დროის ცვლილება ორივე მხარის შეთანხმებით. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები და გამოყენ…

გახსნა →

ბრძანება თანამდებობის ან ანაზღაურების ცვლილების შესახებ

ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გადაყვანის ან ანაზღაურების ცვლილების ადმინისტრაციული გაფორმება. ეს ზოგადი ნიმუშია; მო…

გახსნა →