დოკუმენტების შაბლონები · ხელშეკრულებები

კონფიდენციალურობის (NDA) ხელშეკრულება ნიმუში

კონფიდენციალურობის (NDA) ხელშეკრულება გამოიყენება მხარეთა შეთანხმების ჩასაწერად. განისაზღვრება დაცული ინფორმაცია, დაშვებული გამოყენება, გამონაკლისი და დაბრუნება. ქვემოთ მოცემული ტექსტი ზოგადი ნიმუშია: ხელმოწერამდე შეამოწმეთ ფაქტები, უფლებამოსილება და სპეციალური მოთხოვნები.

ნორმა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — ხელშეკრულების თავისუფლება და ვალდებულების შესრულება

ხელშეკრულების მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. ს/ნ ან პ/ნ-ის შეყვანისას დასახელება/სახელი ავტომატურად ამოვა საჯარო რეესტრიდან, თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

ხელმისაწვდომია ფასიანი გამომწერებისთვის — თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

კონფიდენციალურობის (NDA) ხელშეკრულება

ქ. ____________ ____________

ერთი მხრივ, ____________ (ს/ნ ან პ/ნ ____________), შემდგომ — „გამმჟღავნებელი“, და მეორე მხრივ, ____________ (ს/ნ ან პ/ნ ____________), შემდგომ — „მიმღები“, ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ინფორმაცია და მიზანი

1.1. დაცულია შემდეგი არაჯარო ინფორმაცია: ____________; იგი გადაეცემა მიზნით: ____________.

1.2. მიმღები ინფორმაციას მხოლოდ ამ მიზნისთვის იყენებს და უზიარებს მხოლოდ პირებს: ____________, მათთვის აუცილებელი მოცულობით.

2. დაცვის ფარგლები

2.1. დაცვაში არ შედის ინფორმაცია, რომელიც კანონიერად საჯარო გახდა, მიმღებს მანამდე კანონიერად ჰქონდა ან დამოუკიდებლად მიიღო; ამის დასაბუთება მიმღებს ეკისრება.

2.2. კანონით სავალდებულო გამჟღავნების შემთხვევაში მიმღები, თუ დასაშვებია, გამჟღავნებამდე ატყობინებს მეორე მხარეს.

3. ვადა და დაბრუნება

3.1. კონფიდენციალურობის ვადაა ____________; ვადის დასაწყისი და დასრულება მხარეებმა ზუსტად უნდა დაადგინონ.

3.2. მიზნის დასრულებისას მასალა ბრუნდება ან იშლება წესით: ____________, კანონით სავალდებულო შენახვის გათვალისწინებით.

4. პასუხისმგებლობა და დარღვევის შედეგები

4.1. დაუშვებელი გამჟღავნების ან გამოყენების აღმოჩენისთანავე მიმღები წყვეტს მას, ატყობინებს გამმჟღავნებელს და იღებს გონივრულ ზომებს გავრცელების შესაზღუდად; მხარეები აფიქსირებენ ინციდენტსა და მიმღებებს.

4.2. დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დარღვევის შეწყვეტა, მასალის დაბრუნება ან წაშლა და დადასტურებული ზიანის ანაზღაურება; არსებითი დარღვევისას შეუძლია ხელშეკრულების მოშლა, დაცვის ვალდებულების შენარჩუნებით.

4.3. ცვლილება ფორმდება შეთანხმებით. დავა წყდება მოლაპარაკებით ან კანონით; ხელშეკრულება ხელმოწერით მოქმედებს ორ ეგზემპლარად.

გამმჟღავნებელი: __________მიმღები: __________
ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — info@eaudit.ge, 598 21 27 01.

ხშირად დასმული კითხვები

ყველა ინფორმაცია ავტომატურად საიდუმლოა?

სასურველია დაცული ინფორმაციის ფარგლები და გამონაკლისები შეთანხმებაში ზუსტად განისაზღვროს.

ვრცელდება თუ არა ეს პერსონალურ მონაცემებზე?

თუ მონაცემებიც მუშავდება, დამატებით უნდა შემოწმდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნები; NDA მათ არ ცვლის.