დოკუმენტების შაბლონები · ხელშეკრულებები · ხელფასი და თანამშრომლები

მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულება

სრულწლოვანი დასაქმებულისთვის გადაცემულ ფასეულობებზე სრული მატერიალური პასუხისმგებლობის წერილობითი პირობები. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები და გამოყენების პირობები კონკრეტული შემთხვევისთვის გადაამოწმეთ.

ნორმა: საქართველოს შრომის კოდექსი — წერილობითი მატერიალური პასუხისმგებლობა და დაქვითვის ზღვარი
ნორმა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და ფარგლები

დოკუმენტის მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. კომპანიის 9-ციფრიანი ს/ნ-ით დასახელება RS-ის საჯარო რეესტრიდან თავისით შეივსება; ინდივიდუალური მეწარმის 11-ციფრიან იდენტიფიკატორზე გამოჩნდება ღილაკი „მოძებნე“ და ძებნა მხოლოდ თქვენი დაჭერით ხდება. ფიზიკური პირის პირადი ნომერი არსად იგზავნება — სახელი ხელით იწერება. თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

👤 ჩემი რეკვიზიტები — ერთხელ შეინახეთ და ყველა დოკუმენტში ავტომატურად ჩაჯდება

ს/ნ, დასახელება, მისამართი, დირექტორი — ინახება თქვენს ანგარიშზე და ცარიელ ველებში ავტომატურად ჯდება; თქვენს ნაწერს არასდროს გადააწერს. ფორმის ველების რედაქტირება პროფილს არ ცვლის.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულება

№ ____________ · ____________ · ____________

დამსაქმებელი: ____________, ს/ნ ____________, მისამართი: ____________; წარმომადგენელი და უფლებამოსილების საფუძველი: ____________. დასაქმებული: ____________, პ/ნ ____________, მისამართი: ____________. შრომითი ხელშეკრულება: ____________.

1. საფუძველი და საგანი

სრულწლოვანების შემოწმება: ____________. დასაქმებულის კონკრეტული ფუნქციაა ____________. სამუშაოს ამ სპეციფიკის გამო მხარეები წერილობით ვთანხმდებით ინდივიდუალურ სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში.

ფასეულობები, რაოდენობა და ღირებულება: ____________. ფაქტობრივი გადაცემის აქტი: ____________. მხარეები ამოწმებენ გადაცემის მდგომარეობას და აფიქსირებენ შენიშვნებს გადაცემის აქტში.

2. დაცვისა და აღრიცხვის პირობები

დამსაქმებელი უზრუნველყოფს შეთანხმებულ უსაფრთხო პირობებსა და აღრიცხვას: ____________. დასაქმებული იცავს გადაცემულ ქონებას სამუშაოს ფარგლებში და დანაკარგის ან საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს: ____________. შემოწმება და დაბრუნება: ____________.

3. პასუხისმგებლობის დადგენა

ზიანის მოთხოვნა ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს, ვალდებულების დარღვევას, ბრალსა და მიზეზობრივ კავშირს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების დაცვით. ოდენობა დასაბუთდეს დოკუმენტებით; დასაქმებულს მიეცეს მათზე განმარტებისა და დავის შესაძლებლობა. ინვენტარიზაციის დანაკლისი თავისთავად არ ნიშნავს პასუხისმგებლობის ყველა პირობის არსებობას.

ეს ხელშეკრულება არ არის დაუდგენელი ვალის აღიარება ან ნებისმიერი დანაკარგის უპირობო ანაზღაურების დაპირება. ხელფასიდან დასაშვები დაქვითვა ცალკე სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს; ერთჯერადად დასაქვითი თანხების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს. დავა წყდება კანონით დადგენილი წესით. თითო მხარეს გადაეცემა ხელმოწერილი ეგზემპლარი.

დამსაქმებელი: __________დასაქმებული: __________
ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — mail@eaudit.ge, 598 21 27 01.

დოკუმენტის უკუკავშირი

იპოვეთ ხარვეზი ან გჭირდებათ ახალი შაბლონი? მოგვწერეთ — გადავამოწმებთ.

დოკუმენტის უკუკავშირი

არ ჩაწეროთ პირადი ან საბანკო მონაცემები. მიღებისას მიიღებთ ნომერს; ავტომატურ დაკმაყოფილებას ან ვადას არ გპირდებით.

რის შესახებ?

დოკუმენტი: მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულება

ხშირად დასმული კითხვები

ვისთან შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადება?

სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმება შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც გადაცემულ ფასეულობებს ინახავს, ამუშავებს, ყიდის ან გადასცემს, გადაზიდავს ან წარმოებაში იყენებს. მარტო თანამდებობის სახელწოდება საკმარისი არ არის.

დანაკლისი ავტომატურად ჩამოიჭრება ხელფასიდან?

არა. ეს შეთანხმება თავისთავად არ ადგენს კონკრეტულ ვალს. უნდა შეფასდეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი და ზიანის ოდენობა; კანონიერ დაქვითვაზეც ერთჯერადი საერთო ზღვარი ანაზღაურების 50 პროცენტია.

მსგავსი დოკუმენტები

დასაქმებულის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

ნებაყოფლობითი თანხმობა ერთ კონკრეტულ, დამატებით მიზანზე. შრომითი ურთიერთობისთვის აუცილებელი დამუშავება შეიძლება ხელშეკრუ…

გახსნა →

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება

მხარეთა თავისუფალი წერილობითი შეთანხმებით შეწყვეტა, საბოლოო ანგარიშსწორება და ქონების დაბრუნება. ეს ზოგადი ნიმუშია; მონა…

გახსნა →

შრომითი ხელშეკრულების ცვლილების შეთანხმება

თანამდებობის, ანაზღაურებისა და სამუშაო დროის ცვლილება ორივე მხარის შეთანხმებით. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები და გამოყენ…

გახსნა →

ბრძანება თანამდებობის ან ანაზღაურების ცვლილების შესახებ

ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გადაყვანის ან ანაზღაურების ცვლილების ადმინისტრაციული გაფორმება. ეს ზოგადი ნიმუშია; მო…

გახსნა →