დოკუმენტების შაბლონები · ხელშეკრულებები · სესხი

მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება

არსებული მოთხოვნის სხვა კრედიტორზე გადაცემა, მოვალის შეტყობინება და დოკუმენტების ჩაბარება. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები და გამოყენების პირობები კონკრეტული შემთხვევისთვის გადაამოწმეთ.

ნორმა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — მოთხოვნის დათმობა და მოვალის უფლებები

დოკუმენტის მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. კომპანიის 9-ციფრიანი ს/ნ-ით დასახელება RS-ის საჯარო რეესტრიდან თავისით შეივსება; ინდივიდუალური მეწარმის 11-ციფრიან იდენტიფიკატორზე გამოჩნდება ღილაკი „მოძებნე“ და ძებნა მხოლოდ თქვენი დაჭერით ხდება. ფიზიკური პირის პირადი ნომერი არსად იგზავნება — სახელი ხელით იწერება. თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

👤 ჩემი რეკვიზიტები — ერთხელ შეინახეთ და ყველა დოკუმენტში ავტომატურად ჩაჯდება

ს/ნ, დასახელება, მისამართი, დირექტორი — ინახება თქვენს ანგარიშზე და ცარიელ ველებში ავტომატურად ჯდება; თქვენს ნაწერს არასდროს გადააწერს. ფორმის ველების რედაქტირება პროფილს არ ცვლის.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება

№ ____________ · ____________ · ____________

დამთმობი: ____________, მისამართი და წარმომადგენლობა: ____________, ს/ნ ____________, პ/ნ ____________; შემძენი: ____________, მისამართი და წარმომადგენლობა: ____________, ს/ნ ____________, პ/ნ ____________. თითოეულ მხარეზე შეივსოს მისი სტატუსის შესაბამისი საიდენტიფიკაციო ველი. მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:

1. მოთხოვნა და გადასვლის პირობები

მოვალე: ____________, მისამართი და წარმომადგენლობა: ____________, ს/ნ ____________, პ/ნ ____________. მოთხოვნის საფუძველი: ____________. დათმობილი მოცულობა და შესრულების ვადა: ____________. მოთხოვნის გადასვლის თარიღი და დათმობის საზღაური: ____________. დათმობის დასაშვებობა და საჭირო თანხმობა: ____________.

მოთხოვნა გადადის არსებულ მდგომარეობაში. დათმობა ვერ გააფართოებს მოვალის ვალდებულებას და ვერ გამორიცხავს კანონის, ვალდებულების არსის ან დასაშვები სახელშეკრულებო შეზღუდვის მოქმედებას. ეს ზოგადი ნიმუში არ აწესრიგებს სპეციალური კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგის მომსახურებას.

2. საბუთები და მოვალის დაცვა

უზრუნველყოფა და საჭირო ფორმალობები: ____________. კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფა და დაკავშირებული უფლებები გადადის მოთხოვნასთან ერთად შესაბამისი ფორმალობების დაცვით. გადასაცემი საბუთები და ვადა: ____________. დამთმობი აწვდის შემძენს მოთხოვნის გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციას.

მოვალის შეტყობინება: ____________. შეტყობინებამდე მოვალეს შეუძლია შეასრულოს ვალდებულება ძველი კრედიტორის წინაშე. ახალ კრედიტორს შეიძლება წარედგინოს ყველა შესაგებელი, რომელიც მოვალეს შეტყობინების მიღებისას ძველი კრედიტორის მიმართ ჰქონდა.

3. შესრულება და დავა

მხარეები ადასტურებენ წარმომადგენლების უფლებამოსილებას და მოთხოვნის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს. სხვა პირზე უკვე დათმობა და არსებული დავები შემძენს უნდა ეცნობოს ხელმოწერამდე. დარღვევის შედეგები და დავა განისაზღვრება კანონით; ცვლილება ფორმდება წერილობით. თითო მხარეს რჩება ეგზემპლარი.

დამთმობი: __________შემძენი: __________
ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — mail@eaudit.ge, 598 21 27 01.

დოკუმენტის უკუკავშირი

იპოვეთ ხარვეზი ან გჭირდებათ ახალი შაბლონი? მოგვწერეთ — გადავამოწმებთ.

დოკუმენტის უკუკავშირი

არ ჩაწეროთ პირადი ან საბანკო მონაცემები. მიღებისას მიიღებთ ნომერს; ავტომატურ დაკმაყოფილებას ან ვადას არ გპირდებით.

რის შესახებ?

დოკუმენტი: მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება

ხშირად დასმული კითხვები

მოვალის თანხმობა ყოველთვის საჭიროა?

ზოგადი წესით არა, თუ დათმობა არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, შეთანხმებას ან კანონს. კონკრეტული შეზღუდვა გარიგებამდე შეამოწმეთ.

რატომ უნდა ეცნობოს მოვალეს?

შეტყობინებამდე მოვალეს შეუძლია ვალდებულება ძველი კრედიტორის წინაშე შეასრულოს. ახალი კრედიტორის მიმართ მოვალეს უნარჩუნდება კანონით დაცული შესაგებლები.

მსგავსი დოკუმენტები

ვალის გადაკისრების ხელშეკრულება

სამმხრივი შეთანხმება კრედიტორის აშკარა თანხმობით ძველი მოვალის ახალი მოვალით ჩანაცვლებაზე. ეს ზოგადი ნიმუშია; მონაცემები…

გახსნა →

სესხის ხელშეკრულების ნიმუში

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, მსესხებელი კი იღებს ვალდებულებას და…

გახსნა →

ურთიერთჩათვლის აქტის ნიმუში

ურთიერთჩათვლის აქტი აფორმებს ორ მხარეს შორის ურთიერთმოთხოვნების გაქვითვას: როცა ორივე ერთმანეთის ვალდებულია, დავალიანება…

გახსნა →

ვალის აღიარების აქტის ნიმუში

ვალის აღიარების აქტით მოვალე წერილობით ადასტურებს კრედიტორის წინაშე არსებულ დავალიანებას, მის ოდენობასა და დაფარვის ვადა…

გახსნა →