საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი წარმოებაში აღარ მიიღება. დაგვირეკეთ, სანამ დრო გაქვთ.

საგადასახადო რისკების განსაზღვრა და პრევენციული შემოწმება — სანამ ინსპექტორი მოვა. ყველაზე იაფი ეტაპი ყოველთვის ესაა.
შემოწმების ბრძანება მოგივიდათ ან პროცესი უკვე დაწყებულია — პოზიციას შემოწმების მიმდინარეობაშივე ვაწყობთ, არა შემდეგ.
საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, საჭიროებისას — ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში.
სარჩელი და წარმომადგენლობა საქალაქო სასამართლოში — ბუღალტრული და საგადასახადო არგუმენტაციით გამაგრებული.
საგადასახადო დავა ციფრებზე იგება. ჩვენთან საქმეს ის ადამიანები აწყობენ, ვინც თავად კითხულობს პირველად დოკუმენტს და ვინც აღრიცხვის მეთოდიკას იცნობს.
ქართულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკა; ყოველდღიურად ასობით კომპანიას ვემსახურებით.
პირველი საუბარი უფასოა. მოგისმენთ, დავაზუსტებთ რა ეტაპზეა საქმე და გეტყვით, გაქვთ თუ არა ვადა და პერსპექტივა.
ვმუშაობთ მხოლოდ ბიზნესის საგადასახადო დავებზე. სესხს, კრედიტს და საბანკო ვალის მომსახურებას არ ვთავაზობთ.
ტელეფონი: 598 21 27 01
ელფოსტა: info@eaudit.ge