დოკუმენტების შაბლონები · ხელშეკრულებები

ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე ვალდებულია შეასრულოს და დამკვეთს ჩააბაროს კონკრეტული სამუშაოს შედეგი, დამკვეთი კი — მიიღოს შედეგი და გადაიხადოს საზღაური. მომსახურებისგან განსხვავებით, ნარდობა შედეგზეა ორიენტირებული (მაგ. სამშენებლო, სარემონტო, საწარმოო სამუშაო). მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სამუშაოს მოცულობა, ვადა, საზღაური და მიღება-ჩაბარების წესი.

ნორმა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები

ხელშეკრულების მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. ს/ნ ან პ/ნ-ის შეყვანისას დასახელება/სახელი ავტომატურად ამოვა საჯარო რეესტრიდან, თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

ხელმისაწვდომია ფასიანი გამომწერებისთვის — თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

ნარდობის ხელშეკრულება

ქ. ____________ ____________

ერთი მხრივ, ____________, ს/ნ ან პ/ნ ____________ (შემდგომ — „დამკვეთი“), და მეორე მხრივ, ____________, ს/ნ ან პ/ნ ____________ (შემდგომ — „მენარდე“), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. მენარდე ვალდებულია შეასრულოს და დამკვეთს ჩააბაროს სამუშაო: ____________ (შემდგომ — „სამუშაო“), დამკვეთი კი — მიიღოს შედეგი და გადაიხადოს საზღაური.

1.2. სამუშაოსთვის საჭირო მასალას უზრუნველყოფს: ____________.

2. საზღაური და ანგარიშსწორება

2.1. სამუშაოს საზღაური შეადგენს ____________ ლარს. ანგარიშსწორება ხდება მხარეთა შეთანხმებით, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. ვადა და მიღება-ჩაბარება

3.1. სამუშაო სრულდება ____________-დან ____________-მდე.

3.2. სამუშაოს შესრულება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც მხარეები ხელს აწერენ ნაკლის შემოწმების შემდეგ.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ნაკლის აღმოჩენისას დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ გამოსწორება ან საზღაურის შესაბამისი შემცირება.

5. დასკვნითი დებულებები

5.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი ძალის ეგზემპლარად და ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.

დამკვეთი:მენარდე:
___________________ /____________/___________________ /____________/
ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — info@eaudit.ge, 598 21 27 01.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ნარდობა მომსახურებისგან?

ნარდობა ორიენტირებულია კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგზე (მაგ. აშენებული ობიექტი), მომსახურება კი — თავად საქმიანობის განხორციელებაზე. ნარდობისას მენარდე შედეგზეა პასუხისმგებელი.

ვინ ფარავს მასალის ხარჯს?

ეს მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული — მასალა შეიძლება უზრუნველყოს მენარდემ ან დამკვეთმა. პირობა ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა აისახოს.