ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში
ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია საქონელი გადასცეს მყიდველს საკუთრებაში, მყიდველი კი — გადაიხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა აისახოს საგანი, რაოდენობა, ფასი, ანგარიშსწორებისა და გადაცემის წესი. ეს ნიმუში გამოდგება საქონლის შესყიდვის ან რეალიზაციის გასაფორმებლად და ბუღალტრული აღრიცხვის დასადასტურებლად.
ხელშეკრულების მომზადება
შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. ს/ნ ან პ/ნ-ის შეყვანისას დასახელება/სახელი ავტომატურად ამოვა საჯარო რეესტრიდან, თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.
ხელმისაწვდომია ფასიანი გამომწერებისთვის — თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან.
ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).
შაბლონის ცოცხალი გადახედვა
ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.
ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. ____________ ____________
ერთი მხრივ, ____________, ს/ნ ან პ/ნ ____________ (შემდგომ — „გამყიდველი“), და მეორე მხრივ, ____________, ს/ნ ან პ/ნ ____________ (შემდგომ — „მყიდველი“), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს საკუთრებაში გადასცეს: ____________, ოდენობით ____________ (შემდგომ — „საქონელი“), მყიდველი კი — მიიღოს იგი და გადაიხადოს ფასი.
1.2. გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ საქონელი მის საკუთრებაშია, არ არის დატვირთული მესამე პირთა უფლებებით და თავისუფალია ყადაღისგან.
2. ფასი და ანგარიშსწორება
2.1. საქონლის ფასი შეადგენს ____________ ლარს ____________.
2.2. ანგარიშსწორება ხდება ____________, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საქონლის გადაცემა
3.1. საქონელი გადაეცემა მყიდველს არაუგვიანეს ____________-სა. გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით ან სასაქონლო ზედნადებით.
3.2. საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი მყიდველზე გადადის საქონლის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. ნაკლის აღმოჩენისას მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება, ფასის შემცირება ან კანონით დადგენილი სხვა უფლების გამოყენება.
5. დასკვნითი დებულებები
5.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი ძალის ეგზემპლარად და ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.
ხშირად დასმული კითხვები
როდის გადადის საკუთრება მყიდველზე?
მოძრავ ნივთზე საკუთრება ჩვეულებრივ გადაცემისთანავე გადადის, თუ მხარეები სხვა მომენტზე არ შეთანხმდნენ; უძრავ ქონებაზე — საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ხელშეკრულებაში სასურველია ეს მომენტი მკაფიოდ განისაზღვროს.
სავალდებულოა მიღება-ჩაბარების აქტი?
კანონი ყოველთვის არ ავალდებულებს, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი ან ზედნადები ადასტურებს საქონლის ფაქტობრივ გადაცემას და ამარტივებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და დავის თავიდან აცილებას.
