დოკუმენტების შაბლონები · აქტები

ურთიერთშედარების აქტის ნიმუში

ურთიერთშედარების აქტი ადასტურებს ორ მხარეს შორის ანგარიშსწორების მდგომარეობას კონკრეტული თარიღისთვის — ვინ ვის რამდენი ემართება. ის ფართოდ გამოიყენება ბუღალტერიასა და აუდიტში დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დასადასტურებლად და უზუსტობების გამოსავლენად. აქტს ხელს აწერენ ორივე მხარის უფლებამოსილი პირები და ესმებათ ბეჭედი (ასეთის არსებობისას).

ნორმა: საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ — პირველადი დოკუმენტისა და აღრიცხვის დადასტურების ნაწილში

ხელშეკრულების მომზადება

შეავსეთ ან დააკორექტირეთ ველები — ტექსტი ცოცხლად განახლდება. ს/ნ ან პ/ნ-ის შეყვანისას დასახელება/სახელი ავტომატურად ამოვა საჯარო რეესტრიდან, თარიღი ავტომატურად დღევანდელია. ყველა ველი კორექტირებადია.

ხელმისაწვდომია ფასიანი გამომწერებისთვის — თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან.

ცარიელი შაბლონის გადმოწერა — უფასოა (იხ. მარჯვნივ).

შაბლონის ცოცხალი გადახედვა

ფორმის შევსებისას ტექსტი აქ ცოცხლად განახლდება. დანარჩენი „[ ]“ ველები დოკუმენტში ხელით შეავსეთ.

ურთიერთშედარების აქტი

ქ. თბილისი ____________

წინამდებარე აქტი ადასტურებს ანგარიშსწორების მდგომარეობას ____________-სა (ს/ნ ____________) და ____________-ს (ს/ნ ____________) შორის ____________ მდგომარეობით, პერიოდისთვის ____________.

1. ანგარიშსწორების მდგომარეობა

1.1. მხარეთა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შედარების საფუძველზე დგინდება, რომ ____________ მდგომარეობით სალდო შეადგენს ____________ ლარს.

1.2. აღნიშნული თანხით დავალიანება ერიცხება: ____________.

1.3. მხარეები ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შეესაბამება მათ ბუღალტრულ აღრიცხვას; შეუსაბამობის არსებობისას იგი აისახება წინამდებარე აქტის დანართში.

2. დასკვნითი დებულებები

2.1. აქტი შედგენილია ორ თანაბარი ძალის ეგზემპლარად, თითო თითო მხარისთვის, და მხარეთა ბუღალტრული აღრიცხვის განუყოფელი ნაწილია.

____________:____________:
___________________ /ხელმძღვანელი/___________________ /ხელმძღვანელი/

ბ.ა. (ბეჭდის ადგილი) ბ.ა. (ბეჭდის ადგილი)

ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — info@eaudit.ge, 598 21 27 01.

ხშირად დასმული კითხვები

სავალდებულოა ურთიერთშედარების აქტი?

ცალკეული გარიგებისთვის კანონი მას პირდაპირ არ ავალდებულებს, თუმცა ის მნიშვნელოვანი პირველადი დოკუმენტია დავალიანების დასადასტურებლად, ინვენტარიზაციისას და აუდიტის მტკიცებულებად.

რა ხდება, თუ სალდოები არ ემთხვევა?

შეუსაბამობა უნდა გამოიკვლიოს — ჩვეულებრივ მიზეზი დროში სხვაობა, დაუფიქსირებელი ან ორმაგად ასახული ოპერაციაა. აქტში ფიქსირდება სხვაობა და მისი დაზუსტების საფუძველი.