დოკუმენტების შაბლონები · ცნობები

ხელფასის ცნობის ნიმუში

ხელფასის ცნობა არის დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თანამშრომლის თანამდებობას, შრომის ანაზღაურებასა და სამუშაო სტაჟს. მას ხშირად ითხოვს ბანკი (სესხის/ბარათის გასაფორმებლად), საკონსულო (ვიზისთვის) ან სხვა უწყება. ცნობა იბეჭდება კომპანიის ბლანკზე, ხელმოწერითა და ბეჭდით.

შაბლონის ნიმუში

ქვემოთ ნაჩვენებია შაბლონის სრული ტექსტი. „[ ]“-ში ჩასმული ველები შეავსეთ თქვენი მონაცემებით.

[კომპანიის დასახელება], ს/ნ [საიდენტიფიკაციო კოდი] ქ. [ქალაქი], [თარიღი]

ცნობა

ეს ცნობა ადასტურებს, რომ [სახელი, გვარი], პ/ნ [პირადი ნომერი], მუშაობს [კომპანიის დასახელება]-ში [თანამდებობა]-ის თანამდებობაზე [მიღების თარიღი]-დან დღემდე.

თანამშრომლის თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს [თანხა] ლარს [დარიცხვამდე / ხელზე].

ცნობა გაცემულია [დანიშნულება — მაგ. წარსადგენად ბანკში / საკონსულოში] და სხვა მიზნით ძალას მოკლებულია.

დირექტორი: ___________________ /[სახელი, გვარი]/

მთავარი ბუღალტერი: ___________________ /[სახელი, გვარი]/

ბ.ა. (ბეჭდის ადგილი)

ეს შაბლონი ზოგადი, საინფორმაციო ხასიათისაა და კონკრეტული გარიგების იურიდიულ შემოწმებას არ ცვლის. გამოყენებამდე მოარგეთ თქვენს ვითარებას და საჭიროებისას გაიარეთ პროფესიული კონსულტაცია. Elite Audit — info@eaudit.ge, 598 21 27 01.

ხშირად დასმული კითხვები

ვინ გასცემს ხელფასის ცნობას?

ხელფასის ცნობას გასცემს დამსაქმებელი (კომპანია) თანამშრომლის მოთხოვნით — ჩვეულებრივ ბუღალტერია ან HR. დოკუმენტს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და ესმება კომპანიის ბეჭედი (ასეთის არსებობისას).

რა უნდა ეწეროს ხელფასის ცნობაში?

თანამშრომლის სახელი და პირადი ნომერი, თანამდებობა, მიღების თარიღი/სტაჟი, თვიური ანაზღაურება (ხშირად უკანასკნელი რამდენიმე თვის საშუალო), დამსაქმებლის რეკვიზიტები, ცნობის გაცემის თარიღი და დანიშნულება.